ნინო წილოსანი - ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა - მისი აქტივიზმი აგენტურული „ნაცპარტიების“ პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებისას გაჟღერებულ რეპლიკას ეხმიანება, სადაც ის მდინარაძეს მოუწოდებს, ნინო წილოსანს და მარიამ ლაშხს ჰკითხოს, თუ ვინ არის და რა გაუკეთებია.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაამახსოვრა.

„რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვპასუხობ: ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა.

რატომ გონია, რომ სადმე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ამით, მართლა მიკვირს. შეიძლება ის „ნაცებს“ და ლგბტ აქტივისტებს ძალიან მოსწონთ, რადგან მისი აქტივიზმი ფაქტია მხოლოდ არაქართული გეგმების და აგენტურული ნაც.პარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან!

დღეს კი უდავოდ ბინძური დავალების შესრულება აიღო თავის თავზე, ოღონდ არ გამოუვიდა და თავისივე პოსტში თავს იმართლებდა შემკვეთებთან“, - წერს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, ნანა დიხამინჯიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც სახლში მიდიოდა, ლიფტიდან გამოსული მამუკა მდინარაძე შეხვდა. ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს.

„ძალიან მრცხვენია. სახლში ავდიოდი დილის ეთერის შემდეგ, ნახევრად მძინარე, შემეფეთა ლიფტიდან გამოსული მამუკა და ისე ავღელდი და დავიბენი, უცებ ვერც გადაღება დავიწყე და ვერც ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი.

ამ უტიფრობასთან სწორად გამკლავებას სხვა უნარები სჭირდება თურმე.

მეზობლები მეუბნებიანო, ეგო ძალიან აქტიურობსო. სამარცხვინოები.

ბოდიში, ხალხო, შემდეგ ჯერზე უფრო ზუსტად ვეტყვი ყველაფერს, ვერ გამოვიყენე კარგად ეს შესაძლებლობა“, - წერს ნანა დიხამინჯია.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა