აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-ი ავრცელებს.

ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყანაში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, 26 დეკემბერი რესპუბლიკაში გლოვის დღედ გამოცხადდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, დღეს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს