პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მოქალაქეების კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მოქალაქეების კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მომხდარი დანაშაულის გამო 17 პირს 15 610 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სპეციალურად შექმნილი ყალბი გვერდის გამოყენებით, საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციასთან დაკავშირებით სარეკლამო განცხადებები განათავსეს. შემდეგ კი პროდუქციის შეძენის მსურველ პირებს თითქოსდა გასაყიდი ნივთების საფასურის თანხა წინასწარ გადაახდევინეს, ხოლო მათ მიერ შეძენილი პროდუქცია არ მიაწოდეს. აღნიშნული ქმედებით 17 დაზარალებულს ჯამში 15 610 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

ორივე პირს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე წარედგინათ რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება სხვა დაზარალებულთა გამოვლენის და დანაშაულის გამოაშკარავების მიზნით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა