გარემოს ეროვნული სააგენტო - 26 - 27დეკემბერს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 28 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 - 27დეკემბერს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე დაიწევს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 - 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსამდე დაიწევს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსამდე დაიწევს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსამდე დაიწევს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიწევს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსამდე დაიწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +4 გრადუსამდე დაიწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 26 - 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +2 გრადუსამდე დაიწევს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს