პარლამენტის მიმართულებით ლოზუნგებით - “საქართველოს ქალები ვითხოვთ არჩევნებს!”, “ქალებს ხმა აქვთ, მოუსმინეთ!” მარში მიმდინარეობს

ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით “ქალების მარში” მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი. ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”, “გამოდით, გამოდით!”.

მათ გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით: “საქართველოს ქალები ვითხოვთ არჩევნებს!”, “ქალებს ხმა აქვთ, მოუსმინეთ!”.

საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს