ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს - მწუხარების ჟამს ჩვენ ვდგავართ მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

როგორც პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი დგას მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით.

„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ ვდგავართ მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაზარალებულებს. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხის მწუხარებას და გიცხადებთ თანაგრძნობას ამ მძიმე წუთებში", - აღნიშნულია წერილში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს