იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა

იუსტიციის სამინისტრო 2025 წელს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 8 პროექტს დააფინანსებს. გამარჯვებულ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გრანტის მიმღებ პირებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, ნიკო თათულაშვილი და სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილი შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გამარჯვებული პროექტების მრავალფეროვნებასა და აქტუალობას.

უწყების ცნობით, საგრანტო კონკურსის მიზანია იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება, სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.

„იუსტიციის სამინისტრომ მორიგი საგრანტო პროგრამა 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადა. კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები იყო ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება. კონკურსის ფარგლებში, ჯამში, 30 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 8 საუკეთესო შეირჩა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://justice.gov.ge/files/9GyzLnALuLxU.pdf

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. 2021-2024 წლებში უწყებამ 48 პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარით დააფინანსა. სამინისტროს წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის