ფინეთსა და ესტონეთს შორის ზღვაში ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გაწყდა

ფინეთის პოლიცია იძიებს, მონაწილეობდა თუ არა უცხო ქვეყნის გემი ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„პოლიცია, სასაზღვრო დაცვასთან და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით, ინციდენტის მოვლენათა ჯაჭვს იძიებს“, - ნათქვამია ფინეთის პოლიციის განცხადებაში.

პოლიციაში აცხადებენ, რომ გამომძიებლები უცხოური გემის პოტენციურ როლს იკვლევენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ გემს გულისხმობენ.

გამოცემის ცნობით, ფინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორი, Fingrid-ი აცხადებს, რომ 658 მეგავატი სიმძლავრის ინტერკონექტორი Estlink 2 ხაზგარეშე რჩება და ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის მხოლოდ 358 მეგავატიანი Estlink 1 მუშაობს.

შეგახსენებთ, 2022 წელს იმავე წყლებში გამავალი „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენები ააფეთქეს. მომხდარს გერმანია ჯერ კიდევ იძიებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს