მარია ზახაროვა - რუსეთი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს

რუსეთი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით გაკეთდა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი ქსელების გაუარესებით და კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგით არის გამოწვეული. აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისად თავის წილს სოხუმიც გააკეთებს, მათ შორის რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, „აფხაზურ საზოგადოებაში მოსკოვთან ალიანსის გაძლიერების ფართო მოთხოვნა არსებობს“.

„ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს დაგეგმილი არჩევნების შედეგად ლიდერის არჩევა მოხდება, რომელიც აფხაზეთის პროგრესული განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების კუთხით ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს