ზუგდიდის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო

ზუგდიდის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო. ხმაური მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილ პერფორმანსს. მათ სხდომაზე ბანერი მიიტანეს, რომელზეც თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების იყო გამოსახული.

ოპოზიციის ამ ქმედებას უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„კობახიძემ, აი, ასე მიულოცა ახალი წელი და აი, ასეთი ახალი წლით ხვდება ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. ამ ფოტოებზე ზონდერების მიერ ნაცემი ხალხია გამოსახული. ასიათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე 29 დღეა იმყოფება, ამასთან, მიტინგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. ადამიანებს იმის გამო აჯარიმებენ, რომ შეძახილებით - „საქართველოს გაუმარჯოს“ და საქართველოს დროშებით, ავტომანქანებით კოლონებს ახორციელებენ“, - ასე მიმართა ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ქართული ოცნების“ წევრებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრებმა ოპოზიციონერებს 2012 წლამდე პერიოდში შეახსენეს.

გარდა ამისა, სხდომათა დარბაზში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს დერეფანში გაგრძელდა, თუმცა ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის