მიხეილ სააკაშვილი - დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ - ჩვენს თვალწინ ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება დაიბადა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია

დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ - ჩვენს თვალწინ ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება დაიბადა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, მას ბევრი „უსამართლო“ რამ ესმის, რის პასუხს „შეგნებულად“ არიდებს თავს.

„დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ. ჩვენს თვალწინ ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება დაიბადა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. ვაფასებ მათ მაღალ მოქალაქეობრივ თავდადებას.

ბევრი უსამართლო რამ მესმის, მაგრამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პასუხს შეგნებულად თავს ვარიდებ. ამის დროც მოვა, თავისუფლებაზე ყოფნისას ამის შესაძლებლობა მექნება.

მანამდე კი, ყოველი მებრძოლის გვერდით ჩემს თავს ვხედავ, რადგან ახლა რამაც ქართველი ხალხი გაერთიანა, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, სამშობლოში დამაბრუნა“,- წერს სააკაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს