პროკურორი - ბრალდებული მომღერალი აჩიკო მეფარიძე დაზარალებულ ქალს, ლელა ჯუღელს არა მხოლოდ ფიზიკურად გაუსწორდა, არამედ სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა

ძალადობაში ბრალდებული მომღერლის, აჩიკო მეფარიძის საქმის პროკურორის, თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, მეფარიძე დაზარალებულ ქალს - ლელა ჯუღელს არა მხოლოდ ფიზიკურად გაუსწორდა, არამედ სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

სავარაუდოდ, დღესვე გავა მოსამართლე ლელა შკუბულიანი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ.

პროკურორი დეტალურად განმარტავს, თუ რა მოხდა შემთხვევის დროს ჭავჭავაძის გამზირზე.

„შუადღის საათებში, არჩილ მეფარიძემ დაზარალებულ ლელა ჯუღელზე ფიზიკურად იძალადა, სახის მარცხენა არეში მუშტი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. ამასთან, მეფარიძე ჯუღელს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ კი, უთხრა, რომ „ადგილზე ჩააკლავდა“, რაც დაზარალებულმა რეალურ საფრთხედ აღიქვა.

დაზარალებულის მხრიდან სწორი შეფასებაა, რომ არჩილ მეფარიძე დაზარალებულ ქალს თავს დაესხა, რომელიც ავტომანქანაში იჯდა. ეს მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, მეფარიძემ მას თავდაცვის შესაძლებლობაც არ მისცა, მას მანქანიდან გადმოსვლის შესაძლებლობას არ აძლევდა, ხელით ეჭირა მანქანის მინა და დაზარალებულმა მისი აწევა ვერ შეძლო. მეფარიძემ ჯერ წიხლი მოიქნია, ავტომანქანას დაარტყა, უთხრა, რომ ჩააკლავდა, დაამახინჯებდა. მოქნეული წიხლი ჯუღელმა აიცილა, ის თვლის, თავი რომ არ გაეწია, შეიძლებოდა ის მოხვედროდა, ამის შემდეგ მეფარიძე მუშტების დარტყმას იწყებს, როგორც ის აღწერს, უზარმაზარი მუშტი მოხვდა ყვრიმალზე და ყურზე“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა