რუსთაველის გამზირზე აქციას "ზურაბ ჟვანიას მარში" ლოზუნგით - "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი" - შეუერთდა

"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი", - ამ შინაარსის ბანერით "ზურაბ ჟვანიას მარში", რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამოაზრეები იღებენ მონაწილეობას, პარლამენტთან მსვლელობით მივიდა.

მარშის წევრები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

პარლამენტის წინ ამ დროისთვის საავტომობილო გზა გადაკეტილია.

რუსთაველის გამზირზე 29 დღეა საპროტესტო აქციები უწყვეტად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას. საქართველოში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას - 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს