გიორგი რუხაძე - შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მოლოდინი, რომ ტრამპი მოვიდოდა და ყველას ყველაფერი ეპატიებოდა, რეალობასთან ძალიან შორს არის - ამერიკული სანქციები ჯერ პიკთან არ მისულა

აშკარად ჩანს ჯო უილსონის განცხადებიდანაც და შეუიარაღებელი თვალითაც, რომ მოლოდინი, რომ ტრამპი მოვიდოდა და ყველას ყველაფერი ეპატიებოდა, რეალობასთან ძალიან შორს არის , - ამის შესახებ “აირჩიე ევროპის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

გიორგი რუხაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო განცხადებებიც სწორედ ამაზე მიუთითებს, რადგან ისინი „თავიანთი მომხრეების მოლოდინების კორექტირებას“ ცდილობენ.

„არალეგიტიმური ხელისუფლების თავების მხრიდან გაკეთებული ბოლო განცხადებები არის მათი მომხრეების მოლოდინების კორექტირების მცდელობა. აქამდე გვიმტკიცებდნენ, რომ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება და ამის შემდეგ ყველაფერი ძველებურ რეჟიმში გაგრძელდება. ამას ეუბნებოდნენ ბიზნესმენებს, საჯარო მომხრეებს, მათივე მომხრეებს. აშკარად ჩანს ჯო უილსონის განცხადებიდანაც და შეუიარაღებელი თვალითაც, რომ ასეთი მოლოდინი, რომ ტრამპი მოვიდოდა და ყველას ყველაფერი ეპატიებოდა, ეს რეალობასთან ძალიან შორს არის.

ყველაფერი აწყობილია იმ დაშვებაზე, რომ თურმე დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. სინამდვილეში, ეს დიდი სისულელეა და თვითონ „ოცნების“ მომხრეებსაც გაუჩნდათ ეჭვები“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძის განცხადებით, ამერიკული სანქციები ჯერ თავის პიკთან არ მისულა, ჯერ კიდევ წინ არის „მეგობარი აქტი" და ივანიშვილის და მისი ოჯახის პირადი სანქცირება“,

„ჩემი გადასახედიდან სანქციები საწყის ფაზაშია, ჯერ ყველაზე მძიმე ამბები არ მომხდარა. ჯო უილსონმა რეალურად [ხელისუფლებას] უთხრა, რომ „29 დეკემბერი არის ბოლო ვადა, ამ ვადის შემდეგ შენ თუ გადაწყვეტ, რომ საქართველოს დემოკრატია გაანადგურო, შემდეგ გვაცადე და რასაც გიზამთ, დაინახავ“, დაახლოებით ასეთი ამბავია. ანუ ამერიკული სანქციები ჯერ თავის პიკთან არ მისულა, წინაა „მეგობარი აქტი" და ივანიშვილის და მისი ოჯახის პირადი სანქცირება“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო