ვლადიმერ პუტინი - რობერტ ფიცო უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების პლატფორმად სლოვაკეთს გვთავაზობს - ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ

სლოვაკეთი მზადაა, იყოს პლატფორმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებისთვის, რუსეთი ამის წინააღმდეგი არ არის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინმა მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ცნობებზე იმის შესახებ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ გამოხატა მზადყოფნა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები სლოვაკეთში გამართოს.

„რაც შეეხება მოლაპარაკებების ადგილს : დიახ, მან თქვა, რომ თუ საქმე მოლაპარაკებებამდე მივა, მოხარული იქნება, თუ შემოგვთავაზებს მის ქვეყანას, როგორც პლატფორმას ასეთი მოლაპარაკებების ჩატარებისთვის. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, თუკი აქამდე მივალთ, რატომაც არა, სლოვაკეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, ეს ჩვენთვის მისაღები ვარიანტია“, - აღნიშნა პუტინმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო