მარკო მიხელსონი - რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე - არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?

რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს ევროპასა და ამერიკაში, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე, აგდებს აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავს და ემუქრება მსოფლიოს ბირთვული იარაღით. არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი საბოლოოდ ანგარიშვალდებული გავხადოთ ისე, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს? - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მშვიდობა ძალის მეშვეობით არის ერთადერთი გზა, რომელიც მნიშვნელოვანია. მშვიდობა მშვიდობისთვის არის დაშოშმინება მიუნხენის სულისკვეთებით“, - აცხადებს მიხელსონი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს