კახა კალაძე - საგარეო მიმართულებით ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას ეკადრება - რაც შეეხება გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციას, მათთვის სასიკეთო არაფერი ხდება, მერწმუნეთ

ქვეყანაში გვექნება მშვიდობა. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეკადრება ჩვენ ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას, ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით ბოლოს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

თბილისის მერის თქმით, დამარცხებული ოპოზიციის სასიკეთოდ არაფერი ხდება.

„რაც შეეხება დამარცხებულ გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციას, მათთვის სასიკეთო არაფერი არ ხდება, მერწმუნეთ, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ისინი არიან დამარცხებული, ჩვეულებრივი „ლუზერები“. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, მინდა, დაგარწმუნოთ ყველა და ვუთხრა ქვეყნის მოსახლეობას, რომ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, კეთილდღეობას იგრძნობს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი