თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო კვლავ არ ესწრება

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო კვლავ არ ესწრება.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (საქალაქო სამსახურის უფროსი) თანამდებობაზე - გიორგი ნამგალაურის დანიშვნაზე თანხმობას გასცემენ. ასევე, საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.

„დღევანდელ წლის ბოლო სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ იურიდიული სამსახურის უფროსად თანხმობის მიცემის საკითხს. ასევე, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტიდან გამომდინარე იმ პროგრამების დამტკიცება, რომელიც ყოველწლიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებსაც განვიხილავთ”, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, თბილისის საკრებულოში უკვე რამდენიმე სხდომა ისე ჩატარდა, რომ მას ოპოზიცია არ დასწრებია.

ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება. ბოიკოტის რეჟიმში ამ დროისთვის, იმყოფება პარტიები - „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“. აღნიშნული პარტიების გარდა, სხდომას არ ესწრებიან „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატები. ბოიკოტის გამო ოპოზიციონერი დეპუტატები მიმდინარე კვირას თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დედაქალაქის მერიის წლიურ ანგარიშს წარდგენასაც და დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასაც არ დასწრებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს