გიორგი უშიკიშვილი - უწყვეტ პროტესტს აქვს დიდი ძალა - ჩვენ აქ კონკრეტული ადამიანების დასანქცირებისთვის კი არ ვართ შეკრებილი, აქ იმისთვის ვართ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ იმ წნეხისგან, რაც მოდის რუსეთის მხრიდან

ჩვენ აქ კონკრეტული ადამიანების დასანქცირებისთვის კი არ ვართ შეკრებილი, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ იმ წნეხისგან, რაც მოდის რუსეთის მხრიდან, - ამის შესახებ მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა აქციაზე „ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.

გიორგი უშიკიშვილი დღეს მუსიკოსების მარშში იღებდა მონაწილეობას.

მომღერლის შეფასებით, ხალხის ერთად დგომას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ამ ერთობას უკვე კონკრეტული შედეგები მოჰყვა.

„როგორც ჩვენს გერბზე წერია „ძალა ერთობაშია” და, ბუნებრივია, ეს ერთობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ თვითონ, ამას არ უნდა წყვეტდეს არც ერთი ადამიანი კონკრეტულად, უნდა წყვეტდეს ხალხი. ხალხს სადაც უნდა, ისე უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. ხალხის უმეტესობას კი უნდა ქვეყნის ევროინტეგრაცია, ჩვენი გაწევრიანება ევროსტრუქტურებში, მეტი კეთილდღეობა, მეტი სიმდიდრე და სტაბილურობა, აქედან გამომდინარე, ხალხის ერთობასა და ერთად დგომას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უკვე შედეგები აქვს - დღეს ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო გამოხმაურებებსა და განცხადებებს.

მე ვფიქრობ, ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს ერთი რამ, რომ არსებობს ერთი ასეთი გამოთქმა - “ოღონდ მე ვიყო და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო” - თუ აქეთკენ მივდივარ, ისინი მიიღებენ საპასუხო პროტესტსა და საპასუხო შედეგებს.

ჩვენ გვჭირდება ბევრი დაფინანსება, ბევრი მხარდაჭერა, განათლების ძალიან მაღალი დონე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ა.შ. ასე რომ, ამ მიმართულებით სამუშაო ძალიან ბევრია.

უწყვეტ პროტესტს აქვს ძალიან დიდი ძალა. ჩვენ აქ კონკრეტული ადამიანების დასანქცირებისთვის კი არ ვართ შეკრებილი, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ იმ წნეხისგან, რაც მოდის რუსეთის მხრიდან. ეს წნეხი არის სწორედ უარის თქმა დასავლეთის მიმართ, უარის თქმა ევროპასთან ინტეგრაციაზე, მათ შორის, მოლაპარაკებების შეწყვეტაზე და ა.შ. ასე რომ, ჩვენ გვინდა ყველაფრის შეცვლა - სისტემის შეცვლა, სასამართლოს შეცვლა, გვინდა ძალიან ბევრი რეფორმა და ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვინც წავა, ბუნებრივია, ექნება ის შედეგი, რაც ახლა მოდის დასავლეთის მხრიდან”, - განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს