შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

თეა ახვლედიანმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა და დაღუპულების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა: „სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას გამოვხატავ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნით გამოწვეული ტრაგიკული შედეგების გამო და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახების მიმართ".

თეა ახვლედიანმა დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

„დაღუპულთა გლოვის ამ მძიმე დღეებში ვუცხადებთ სოლიდარობას აზერბაიჯანის მთავრობას და ხალხს, რომლებთანაც ჩვენ მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს", - აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის ჩანაწერში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, „აზერბაიჯანის ავიახაზების" კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის