თეა ახვლედიანმა ელჩების კონფერენცია 2024-ის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ელჩების კონფერენცია 2024-ის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და პანელური დისკუსიის ფორმატში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად აგრძელებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პოლიტიკას.

„მინისტრის განცხადებით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით ხორციელდება.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის 2021-30 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელება უკვე მეოთხე წელია, პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს.

ელჩების კონფერენცია 2024-ის ფარგლებში, სხვადასხვა თემატური მიმართულების შესახებ, რამდენიმე პანელური დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო. თავდაცვის და უსაფრთხოების შესახებ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ვიცე პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს