ირაკლი კობახიძე - ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება კონკრეტული გზამკვლევით, ევროკავშირთან მიმართებითაც მზად ვართ, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის

ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების არსებული დონით, თუმცა, ამას აქვს თავისი მიზეზები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში იქნება ჯანსაღი ნაბიჯები გადადგმული და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ასვე ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე, შესაბამისად, ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას.

როგორც კობახიძემ განაცხადა, როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა.

„ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე. ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ უკრაინაში ომის დასრულებას, რაც მალე დასრულება უკრაინაში ომი, მით უკეთესი პირველ რიგში უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მით უკეთესი ჩვენი რეგიონისთვის, მით უკეთესი საქართველოსთვის, შესაბამისად, ჩვენ ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას.

ჩვენ ვამბობდით სამ პირობას ურთიერთობის გადატვირთვისთვის - პირველი იყო ჩვენი არჩევნები, რომელიც დასრულდა, არის შემდგარი ხელისუფლება, მეორე იყო ამერიკის არჩევნები და ესეც თითქმის დასრულების პროცესშია. 20 იანვარს შედგება ინაუგურაცია, აქედან სამ კვირაში იქნება ახალი რეალობა და მესამე პირობა იყო უკრაინაში ომის დასრულება. ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამ პირობაზე კუმულაციურად და სამივე პირობის შესრულების შემდეგ, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყნისთვის ვითარება შემსუბუქდება, მათ შორის დღის წესრიგიდან მოიხსნება მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნაზე. როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა