მაკა ბოჭორიშვილი - საერთაშორისო აღიარება საჭიროა ქვეყნის და ქვეყანას აქვს აღიარება, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებში მიმდინარეობს, ლეგიტიმურია - არანაირი კითხვები არ არსებობს

ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს პარლამენტი - არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური წესების დაცვით.

„ყაველაშვილს მილოცვები მიღებული აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პარლამენტს აძლევს ქართველი ხალხი და ეს ლეგიტიმაცია საქართველოს პარლამენტს აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს პარლამენტი. ის არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური წესების დაცვით. არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო აღიარება საჭირო არის ქვეყნის და ქვეყანას აქვს ეს აღიარება. შესაბამისად, ყველა ის პროცესი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს