ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებელი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და მის საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით

შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, - ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ მოვითხოვეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს დაფიქსირებული დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, დავგმეთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ და ვგმობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით

„როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზაზე დგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ტექსტს სოციალურ ქსელში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე