ლევან მგალობლიშვილი - მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად

დღეიდან საქართველოს უკვე ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს გაერთიანება მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით არის შესაძლებელი.

„მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ურთიერთპატივისცემით და ერთიანობით მივაღწევთ ჩვენს უმთავრეს მიზანს - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში დღეს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა, რომელიც საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით აირჩია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს