გია ვოლსკი - ვითარება რთულია, მაგრამ ის პოლიტიკური კრიზისის არსებობას არ გამოხატავს - პოლიტიკური კრიზისი ის მდგომარეობაა, როცა მთავრობა ვერ მტკიცდება, ბიუჯეტს ვერ იღებენ ან მთავრობას უნდობლობას უცხადებენ!

ვითარება რთულია, მაგრამ ის პოლიტიკური კრიზისის არსებობას არ გამოხატავს - პოლიტიკური კრიზისი ის მდგომარეობაა, როცა მთავრობა ვერ მტკიცდება, ბიუჯეტს ვერ იღებენ ან მთავრობას უნდობლობას უცხადებენ! ფაქტია, რომ ჩვენს მიმართ არაორაზროვნად ორმაგი სტანდარტი გამოიყენება! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა. ვოლსკიმ აქვე დასძინა, რომ „არჩევნები სულ მალე იქნება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წელიც არ დარჩა“.

„რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს პასუხი თავად საზოგადოების დიდმა ნაწილმა გასცა. მათი იგნორირება არის არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე ზეწოლა და მისი შეურაცხყოფა, არამედ - მთელს საზოგადოებაზე. არავის, მათ შორის არც ოპოზიციურ ამომრჩეველს არ უნდა უხაროდეს ის, რომ საქართველოზე ასეთი უსამართლო ზეწოლა ხორციელდება.

რეალობა არის ის, რომ საქართველოს 1 მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. როგორ შეიძლება “ხალხი“ იმ ადამიანებს ეძახო, ვინც საპირისპირო პოზიციაზე დგას და ხალხი არ იყოს მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც არ მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ფაქტია, რომ ჩვენს მიმართ არაორაზროვნად ორმაგი სტანდარტი გამოიყენება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა