აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პუტინს - აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთობების გამყარებას შეეცდება

აფხაზეთი შეეცდება, გაამყაროს რუსეთთან ურთიერთობები და შეინარჩუნოს თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ ბადრა გუნბა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნის საახალწლო მისალოც წერილში წერს.

„მაღალ შეფასებას ვაძლევთ რუსეთის მიერ მუდმივად გაწეულ მხარდაჭერას იმ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, რომელსაც აფხაზეთი განიცდის და სხვა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების გადაჭრაში. აფხაზეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ძალისხმევას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, სტაბილურობისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში“, - ნათქვამია მილოცვაში.

მან ვლადიმერ პუტინს სამთავრობო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გულწრფელად გისურვებთ, ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს სამთავრობო საქმიანობაში, ხოლო მშვიდობასა და კეთილდღეობას რუსეთის ფედერაციის ყველა მოძმე ხალხს“, - აღნიშნა ბადრა გუნბ

ამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა