იან ლიპავსკი - ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს

ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს , - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას.

„ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს“, - წერს იან ლიპავსკი.

შეგახსენებთ, გუშინ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განაცხადება გაავრცელეს.

„როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზაზე დგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს