სებ საგადასახდელო ბალანსის ანგარიშს აქვეყნებს - მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სალდო დადებითია

ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის ანგარიშს აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სალდო დადებითია.

მათივე თქმით, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

„2024 წლის მესამე კვარტალში მიმინარე ანგარიშის პროფიციტმა 61.4 მლნ აშშ დოლარი (166.6 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. 2024 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის სალდო დადებითია და წლიურად 75.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -0.2 პროცენტიდან 0.7 პროცენტამდე გაუმჯობესდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.9 პროცენტით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი (4.1 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9.9 პროცენტით გაიზარდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2024 წლის მესამე კვარტალში 1.6 მლრდ აშშ დოლარს (4.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 8.0 პროცენტით მეტია.

2024 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -636.0 მლნ აშშ დოლარი (-1.7 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 42.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 0.4 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13.4 პროცენტით შემცირდა და 2024 წლის მესამე კვარტალში 845.6 მლნ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 13.8 პროცენტით შემცირდა 794.2 მლნ აშშ დოლარამდე (2.2 მლრდ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 80.4 მლნ აშშ დოლარი (218.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 0.9 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში“,-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო