აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტი განახლდა - აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ბათუმში 11 პირი სასამართლოში დაიბარეს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა.

მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალა.

აქციის მონაწილეები, მოითხოვენ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას.

ამასთან, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ბათუმში 11 პირი სასამართლოში დაიბარეს, რომლებსაც აქციის ორგანიზებას და გზის გადაკეტვას ედავებიან.

“178-ე მუხლის საფუძველზე ვართ დაბარებული, იქ გადაწყდება ჩემი ბედი დამაჯარიმებენ თუ სხვა ზომებს მიიღებენ. საუბარია გზის გადაკეტვასა და აქციის ორგანიზებაზე - ამაზე აქვთ ბრალდება. ინფორმაცია ზუსტად არ მოგვაწოდეს, რომ ადვოკატებთან ერთად უფლებები დამეცვა. ეს არის პოლიტიკური დევნა, ჩვენ გვინდა ევროპა და ვერანაირი ჯარიმა ვერ შეაჩერებს ამ პროცესს. მოქალაქეები ერთი თვეა ქუჩაში იმყოფებიან და მოითხოვენ მთავარს, გვინდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს შეტყობინება არის მცდელობა, რომ დაეშინებინათ აქციის მონაწილეები. ურეკავენ ოჯახის წევრებს მიმდინარეობს დაშინება და შანტაჟი, გაფრთხილებთ არ გვეშინია”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს