სამხრეთ კორეის სასამართლო  იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

სამხრეთ კორეის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, სასამართლომ იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაკავებისა და მისი ოფისის ჩხრეკის შესახებ ორდერები გასცა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარო მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება. ამასთან, მან უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა.

იუნ სუკ იოლს სისხლისსამართლებრივი დევნისგან საპრეზიდენტო იმუნიტეტი იცავს, მაგრამ ეს არ ვრცელდება ამბოხების ან ღალატის ბრალდებებზე.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ განაცხადა, რომ არ აქვს უშუალო გეგმები, თუ როგორ იმოქმედოს სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, იუნ სუკ იოლს უფლებამოსილება შეუჩერდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ეროვნულმა ასამბლეამ 14 დეკემბერს მხარი დაუჭირა მის იმპიჩმენტს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ აღადგინოს თანამდებობაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა