აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა დოკუმენტები მოიპარეს

ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებში შეაღწიეს და დოკუმენტები მოიპარეს, - საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარშია წერილში, რომელიც სახაზინო დეპარტამენტმა კანონმდებლებს გაუგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ ჰაკერებმა მესამე მხარის კიბერუსაფრთხოების სერვისის პროვაიდერი, BeyondTrust-ის მონაცემები გატეხეს და არასაიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა შეძლეს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, 8 დეკემბერს BeyondTrust-ისგან გაფრთხილება მიიღო და რომ ის, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსთან და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთად, აღნიშნულია ჰაკერული თავდასხმის შესაფასებლად მუშაობს.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა ჰაკერულ თავდასხმაზე ყოველგვარი პასუხისმგებლობა უარყო და განაცხადა, რომ პეკინი „მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაჟღერებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს