მედია - უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სმოლენსკის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს

რუსეთის სმოლენსკის ოლქში მდებარე ნავთობის საცავზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

გამოცემა „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოში მდებარე საწვავის საცავზე დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის კომპლექსის გარკვეულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 68 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 10 სმოლენსკის ოლქში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს