მიხეილ სარჯველაძე - არავის აქვს რაიმე საბუთი, რომლის მიხედვითაც შსს-ს წარმომადგენლები აქციების დროს რაიმე არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდნენ - ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და სხვა სიმპტომები, ბუნებრივი თანმხლები პროცესია

პოლიცია მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის, საერთაშორისო საერთაშორისო სტანდარტებითა და კონვენციებით, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ზედმიწევნით დაცვით - ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და ა.შ სიმპტომები, ეს ბუნებრივი თანმხლები პროცესია , - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც შსს-ს მიერ მიმდინარე აქციების დროს მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზის კაფსულებისა და წიწაკის სპრეის გამოყენებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, რაიმე საბუთი, რომელიც ამტკიცებს, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერებები გამოიყენეს, არავის არ წარმოუდგენია.

„არავის აქვს რაიმე საბუთი, რომლის მიხედვითაც შსს-ს წარმომადგენლები მიმდინარე აქციების დროს რაიმე არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდნენ, ან რაიმეს, რომელიც არ არის დაშვებული, ნებადართული და გამართლებული კონვენციებით და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, აქედან გამომდინარე, ამ თემაზე საუბარი, რადგან მითქმა-მოთქმას არ სცდებოდა, უფრო სერიოზულად ამ საკითხის განხილვის საჭიროება არ არის.

პოლიცია მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის, საერთაშორისო საერთაშორისო სტანდარტებითა და კონვენციებით, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ზედმიწევნით დაცვით, ეს არის რა თქმა უნდა, ცრემლსადენი კაფსულები თუ წიწაკის სპრეის საშუალებები, რომელიც ნებადართულია მართლსაწინააღმდეგო მიტინგის დასაშლელად. ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და ა.შ სიმპტომები, ეს ბუნებრივი თანმხლები პროცესია“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს