ნათია მეზვრიშვილი - რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ - განსხვავებული აზრის გამო, მოხელეების მიმართ ამ მასშტაბის რეპრესიები არასოდეს ყოფილა

რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი შეფასებით, ახლოა დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს საჯარო მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მათი აღდგენა მოითხოვოს.

„ოცნებამ“ ამ მხრივაც რეკორდი მოხსნა. არასოდეს ყოფილა განსხვავებული აზრის (მითუმეტეს, კონსტიტუციის დაცვის) გამო, მოხელეების მიმართ ამ მასშტაბის რეპრესიები. რეალურად ფეხში ისვრიან იმიტომ, რომ სახელმწიფოს აცლიან ხერხემალს. რაც მეტს გაუშვებენ, უფრო სწრაფად ჩამოიშლებიან. ახლა არის დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მოვითხოვოთ მათი აღდგენა. ივანიშვილი ეცდება ყველა სიბნელე ახალი წლის დღეებში ააკეთოს. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ“, - წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს