ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის, დამატებით ვადას აძლევს

ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის, დამატებით ვადას აძლევს.

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების უდიდესმა ნაწილმა, საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულების გარკვეული ნაწილი, ვერ ახერხებს ვალდებულებების ვადებში სრულად შესრულებას, მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით, მათ საშეღავათო პერიოდი მიეცათ.

„მიმდინარე წელს, დღის წესრიგში იყო დაყენებული ამოცანა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2024 წლის ბოლომდე, უნდა მოეპოვებინათ საერთაშორისო აკრედიტაცია. სამედიცინო დაწესებულებების უდიდესმა ნაწილმა, თავი გაართვა ამ გამოწვევას და მათ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. თუმცა რჩება გარკვეული ნაწილი კლინიკებისა, რომელთაც ეს პროცესი ჯერ არ დაუსრულებია და ამ მოთხოვნებს უახლოესი თვეების განმავლობაში დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სამინისტრომ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და კლინიკებს მიეცემათ საშეღავათო პერიოდი, იმისათვის, რომ ერთის მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხი იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი და მეორეს მხრივ, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, გეოგრაფიული ან პროფილური ხელმისაწვდომობა არ გახდეს პრობლემა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს