საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები  ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს პროკურატურის თანამშრომლების სახელით საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს.

„ასევე, საქართველოს პროკურატურის დახმარებით, საახალწლოდ წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გათბობის სიტემა დამონტაჟდა. ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა პროკურატურის წარმომადგენლებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს