რუსთავში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ორგანიზებული ღონისძიება - ,,ახალი წლის დღეები“ გაიმართა

რუსთავში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ორგანიზებული ღონისძიება - ,,ახალი წლის დღეები“, ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, მთელი დღის განმავლობაში საბავშვო წარმოდგენები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

პატარების სადღესასწაულო განწყობაზე თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. მოეწყო ილუზიონისტის შოუ. გაიმართა ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ბავშვები თოვლის ბაბუას შეხვდნენ და ზღაპრის გმირებთან ერთად გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

,,ახალი წლის დღეების” ფარგლებში, რუსთავში კვარტეტ ,,რანინას’’, ანსამბლ ,,ქართული ხმებისა’’ და ჯგუფ ,,გუფილენდის” მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. სადღესასწაულო საღამო კი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

"რუსთავის მერიის ორგანიზებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ 14 დეკემბერს აინთო და საახალწლო სოფელი გაიხსნა, ჩატარდა საშობაო მეჯლისი და ჯგუფ ,,ურსას” კონცერტი. მთავარ მოედანზე ყოველ საღამოს იმართება ფილმებისა და ანიმაციების ჩვენება, მოწყობილია კვების ობიექტები და ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საციგურაო მოედანი და გასართობი პავილიონები.

საახალწლო სოფელში ბავშვებს თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს