გლდანის ციხესთან ლოზუნგით - „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს" აქცია მიმდინარეობს

გლდანის ციხესთან აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, აქციების დროს დაკავებულების მშობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

სოლიდარობის აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი სინდისის პატიმრები არიან.

გლდანის ციხესთან მისულ მოქალაქეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს".

„ისინი ყველაზე მეტად თავისუფლები და ძლიერები არიან ახლა, მაგრამ ფიზიკურადაც ძალიან მალე იქნებიან თავისუფლები, რადგან „რუსული ოცნება" შავ დღეშია. ეს ადამიანები 2025 წელს იქნებიან ჩვენთან ერთად თავისუფლებაზე და ეს ქვეყანაც მათთან ერთად გათავისუფლდება", - განაცხადა აქციის მონაწილემ, იგორ ნარმანიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს