ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი - სამწუხაროდ 2, 3, 4, 5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები „შეყრა“ და „გაყრა“ გაუქმდა - ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ცნობით, 2,3,4 და 5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები „შეყრა“ და „გაყრა“ გაუქმდა.

როგორც თეატრის მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სცენას ანდრო ჭიჭინაძის გარეშე ვერ დაუბრუნდებიან.

„ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები "შეყრა“ და "გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge. გილოცავთ ახალ წელს. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად",-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს