ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტაზე - ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.

„როდესაც 25 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთში ძალაუფლება პუტინს უბოძეს, უკრაინის ტერიტორიით ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ს შეადგენს. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია“ , - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ენერგორესურსების იარაღად გადაქცევა და პარტნიორების ცინიკური ენერგეტიკული შანტაჟი არის ის, რამაც რუსეთს ჩამოართვა მისთვის ყველაზე მიმზიდველი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი.

„გარემოებების გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით შეეგუა მსგავს ცვლილებებს. დღეს ჩვენი საერთო ამოცანაა მოლდოვას მხარდაჭერა ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ ასევე უნდა გავუძლოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს