ლევან მგალობლიშვილი - მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდების მეტი ჩართულობით და სახალხო დიპლომატიის წყალობით, მალე შევამცირებთ სიშორეს მასთან, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია

მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდების მეტი ჩართულობით და სახალხო დიპლომატიის წყალობით, მალე შევამცირებთ სიშორეს მასთან, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომელიც მისი „ფესიბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

მთავრობის თავმჯდომარე ძირითად, აქცენტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქვეყნის სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე აკეთებს.

„მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქენო, ჩემო ძვირფასო აფხაზეთელებო ენგურის ორივე მხარეს, გილოცავთ, ახალ 2025 წელს! გისურვებთ მშვიდობიან, ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად შევძლებთ ჩვენი უმთავრესი მიზნის მიღწევას, აფხაზეთიდან ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას!

აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდების მეტი ჩართულობით და სახალხო დიპლომატიის წყალობით, მალე შევამცირებთ სიშორეს მასთან, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია - ჩვენს აფხაზეთთან და ყველა დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი საწყისია.

ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს განათლებული ახალი თაობა ქმნის - ძალა, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს სამშვიდობო ინიციატივების გაძლიერებაზე და ამ გზით ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფაზე. სწორედ ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური პარტნიორობით შევძლებთ ქვეყნის იდენტობის, მრავალფეროვანი კულტურის და მდიდარი ტრადიციების გათვალისწინებით მშვიდობიან განვითარებას“.

მილოცვაში ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სახალხო დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებაზე საუბრობს

„2025 წელს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტს განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკის სფეროების განვითარება, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება, სამშვიდობო-ჰუმანიტარული ინიციატივების განხორციელება, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და სახალხო დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს.

უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზეთში აფხაზი ეთნოსის გადარჩენა, რომელიც ახლა გაქრობის საფრთხის წინაშეა.

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ შობა-ახალ წელს! ვისურვებ, რომ ახალ 2025 წელს ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის, კიდევ უფრო მეტი გაძლიერება, სიკეთე, სტაბილურობა და განვითარება მოეტანოს“, - აცხადებს ლევან მგალობლიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია