New York Post - ნიუ-იორკში, ღამის კლუბთან მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკში, ღამის კლუბთან მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას New York Post-ი ნიუ-იორკის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

New York Post-ის ცნობით, შემთხვევა ღამის კლუბ „ამაზურას“ მახლობლად, ადგილობრივი დროით საღამოს 23:20 საათზე მოხდა.

ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს