მიხაილო პოდოლიაკი - ბევრს საუბრობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ილუზიაა

უკრაინის ოფიციალური პირები ამ დრომდე უარყოფენ ზეწოლაზე რაიმე საუბარს, ან ვარაუდს, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა აუცილებლად ნიშნავს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ წერს BBC-ი წერს.

„ბევრს საუბრობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ილუზიაა. არავითარი მოლაპარაკების პროცესი არ შეიძლება განხორციელდეს, რადგან რუსეთი ვერ აიძულეს, ამ ომისთვის საკმარისად მაღალი ფასი გადაეხადა“, - ციტირებს გამოცემა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს.

როგორც გამოცემა წერს, "ტრამპის დაპირება, რომ კონფლიქტს თანამდებობის დაკავებიდან 24 საათში დაასრულებს, ტიპურად გრანდიოზული ტრაბახია, მაგრამ ის მოდის ადამიანისგან, რომელმაც აშკარად დაკარგა მოთმინება ომთან და ომთან დაკავშირებული ამერიკის ხარჯების გამო".

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო