რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსულმა ძალებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, დრონების ჯგუფი სუმის ოლქიდან პოლტავას ოლქისა და დასავლეთის მიმართულებებით გაფრინდა. დრონების რამდენიმე ჯგუფი დაფიქსირდა სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, პოლტავას, დონეცკის, კიევის, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქებში.

დრონებით თავდასხმის გამო დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა და აფეთქებების ხმები ისმოდა. ნამსხვრევების ჩამოვარდნა რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ დარნიცკის რაიონში მდებარე კერძო სახლში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია დგინდება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა