ტყიბულში სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართა

ტყიბულში, მერიის წინ, სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, წინასაახალწლო პერიოდში 40-მდე მეშახტე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეები აცხადებენ, რომ „საქნახშირის“ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მეშახტეების მხარდამჭერებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი: „დროა, ტყიბულმა თავისი სათქმელი თქვას!"

„ჩემი გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას და ამის საფუძველზე მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის კიდევ ორი წევრის გათავისუფლება. ვწერდი სოციალურ ქსელში მთავრობის საწინააღმდეგო პოსტებს, აგრეთვე ვწერდი კომენტარებს. ბევრი გაფრთხილება მივიღე“, - აცხადებს აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მეშახტე.

ტყიბულში სოლიდარობის აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დედაქალაქიდან მათ მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს