საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გახსნას დღის ეთერი და უფრო მეტი დრო დაუთმოს საზოგადოების პროტესტის გაშუქებას.

ამასთან, ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ თანამდებობიდან უნდა გადადგნენ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე და არხის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი.

„ვითხოვთ, გაიხსნას მთელი დღის ეთერი ისე, როგორც გვაქვს ახლა საღამოს ეთერი იმისთვის, რომ იყოს ფართო საზოგადოებრივი დიალოგი საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ის გათავისუფლდეს „ქართული ოცნების“ ჰიბრიდული პროპაგანდისგან, აუცილებელია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს