ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა. აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო უწყების გვერდზე დღეს, 3 იანვარს გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა განვითარების დადებით მომენტს ინარჩუნებს“.

„სი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად არის პრეზიდენტთან იმუშაოს, რათა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდეს ტრადიციული მეგობრობა, გაღრმავდეს ორ მხარეს შორის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა, წინ წაიწიოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება და მეტი სარგებელი იყოს ორივე ქვეყნის ხალხისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა.

ამ დროისთვის ჩინეთის გარდა ყაველაშვილს მიულოცეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ