უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 34 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 34 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 34 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 47 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.

ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში კერძო სახლები დააზიანა, რის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს