სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა

სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოზე („როსავიაცია“) დაყრდნობით ავრცელებს.

„სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს, მოსკოვის დროით 07:45 საათიდან სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა“, - აცხადებს „როსავიაცია“.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს ფრენების შეჩერების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ოლქებში 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონები ბრიანსკის, სმოლენსკის, ბელგოროდის, ფსკოვისა და ლენინგრადის ოლქების თავზე ჩამოაგდეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები